ეს არის სახელმწიფობანას ეროვნული თამაში – უსუფაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარე პროცესს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს არის სახელმწიფობანას ეროვნული თამაში:

“კონსტიტუცია საჭიროა ხელისუფლების დასაბალანსებლად და იმ ტიპის მექანიზმების შესაქმნელად, როდესაც არცერთ შტოს არ აქვს უზურპაციის შესაძლებლობა. საპარლამენტო მოდელს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ის ეფუძნება მრავალპარტიულობას. თუ სახელისუფლებო ძალები, ერთი მხრივ, საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ მიილტვიან, შესაბამის საარჩევნო სისტემაზე არიან შეთანხმებული და მთელ ქვეყანასაც ამ რელსებზე უპირებენ გადაყვანას, მაშინ, პრეზიდენტთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა ხდება აბსოლუტურად არარელევანტური. იმიტომ, რომ თუ ჩვენ გვეუბნებიან, რომ საპარლამენტო მმართველობა ნიშნავს ერთი პარტიის აბსოლუტურ მმართველობას, მაშინ, სახელმწიფოს მეთაურ პრეზიდენტზე და მის უფლებამოსილებებზე საუბარი – ეს არის არარელევანტური.

ჩვენ ეს უნდა განვიხილოთ სისტემაში. არაპირდაპირ არჩეული სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტი, რომელსაც, არ აქვს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში სერიოზული ძალაუფლება და ის უფრო განმსჯელია, ის უფრო დამბალანსებელია, ეს იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური ბრძოლა პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური კონკურენცია გადასულია პოლიტიკურ პარტიებს შორის. ამიტომ, მექმნება შთაბეჭდილება, რომ კონსტიტუციის გაუმჯობესებაზე ვსაუბრობთ და ამასობაში კონსტიტუციურ საფუძვლებს ვარღვევთ. არასწორია ეს ამბავი. ეს არის სახელმწიფობანას რაღაც ეროვნული თამაში, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაასუსტა, ჩვენი სახელმწიფო დაასუსტა და არ გააძლიერა,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა

banner
წინა სტატიაშიცხინვალის ე.წ. ქვედანაყოფის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლას ქართული მხარე ეხმაურება
შემდეგი სტატიაარა ჩადებას!!! ვემზადებით სტრასბურგის სასამართლოსთვის და პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის – კილაძე