„ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება, ეს არის სახელმწიფოებრიობისადმი უპატივცემულობა”- გოცირიძე

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ მივა. შეხვედრის შემთხვევაში საუბარი ე.წ. მართლმსაჯულების მესამე ტალღასთან დაკავშირებულ რეფორმაზე პრეზიდენტის ვეტოს უნდა შეხებოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას, არ მივიდეს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებად აფასებს ოპოზიცია.

„ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება, ეს არის სახელმწიფოებრიობისადმი უპატივცემულობა. ყველა ფორმა პოლიტიკური ცხოვრების არის მისაღები და ერთ-ერთი ასეთ ფორმა არის პრეზიდენტთან კანონიერი, ნორმალური ურთიერთობის დამყარება,“ – აცხადებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებსაც იზიარებენ. პარლამენტს პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

banner
წინა სტატიაში“არასამთავრობოთა პრეტენზიები აბსურდულია” – ე.წ. მოსმენების კანონზე შენიშვნებს მმართველი გუნდი პასუხობს
შემდეგი სტატია,,თვის ბოლოს ქიბარ ხალვაში “დაბრუნებულ”ტელევიზიას გაყიდის… მყიდველი ვინც იქნება…”- კილაძე