“ეს არის საარჩევნო ტაქტიკა”- გიგი წერეთელი კობა ნარჩემაშვილს პასუხობს

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, კობა ნარჩემაშვილის, განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩება, ნაციონალურ მოძრაობაში გამოეხმაურნენ.

ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ფიქრობს, რომ ნარჩემაშვილის განცხადება საარჩევნო ტაქტიკაა და ქართული ოცნების პოზიციას არ გამოხატავს.

აქვე გიგი წერეთელი აღნიშნავს, რომ ეს გზავნილი მისი საარჩევნო პროცესის ნაწილია.

“გაცხადდა, რომ ქუთაისიდან პარლამენტი თბილისში არ გადავა, თუმცა ეს ერთი დეპუტატის განცხადებაა. პირველივე საათებში გააკეთეს განცხადება ქართულ ოცნებაში, რომ ქუთაისიდან პარლამენტი თბილისში გადავა. ეს არის საარჩევნო ტაქტიკა,”- აცხადებს გიგი წერეთელი.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები“ ირაკლი ჩიქოვანმაც დატოვა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ არ და ვერ მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა საკონსტიტუციო უმრავლესობა