,,ეს არის როგორც პოლიტიკური კლიმატის, ისე კრიმინოგენული კრიზისის მაჩვენებელი”

მოსამართლე დავით ჯუღელზე პროკურატურაც ახდენდა ზეწოლას

დღისით, მზისით ხდება “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანზე, ერთ-ერთ ცნობილ პოლიტიკოსზე თავდასხმა, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არ არის რაღაც კარგად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ნინო გოგუაძემ განუცხადა.

როგორც ნინო გოგუაძემ აღნიშნა, რამდენადაც მათთვის ცნობილია, ალექსი პეტრიაშვილი ლევან მიქელაძის საფლავზე მარტო იმყოფებოდა, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს, რადგან ჯერ არ გასაუბრებიან ალექსი პეტრიაშვილს.

“ჩვენი ინფორმაციით, მარტო იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას. დღისით, მზისით, ხდება “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანზე, ერთ-ერთ ცნობილ პოლიტიკოსზე თავდასხმა. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არ არის რაღაც კარგად. ეს არის როგორც პოლიტიკური კლიმატის მაჩვენებელი, ასევე კრიმინოგენული კრიზისი. ეს არის რა თქმა უნდა, პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრალი, რომ ვიღაც თავს უფლებას აძლევს, რა მოტივითაც არ უნდა იყოს განპირობებული, დღისით, მზისით ტყვიებს ახლის “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივანს”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

რაც შეეხება მოტივებს, მისი თქმით, მოტივებზე ვერაფერს იტყვის, რადგან ნებისმიერი მისი ვერსია იქნება სპეკულაცია.

“ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას, რათა ჩვენც გავერკვიოთ რა და როგორ მოხდა”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

banner
წინა სტატიაშითვითმხილველის თქმით ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკურად რამდენიმე პირი უსწორდებოდა
შემდეგი სტატია“ლევან მიქელაძე დღეს მეორედ გარდაიცვალა, რადგან მის საფლავზე მის მეგობარს გაუსწორდნენ”