“ეს არის რეფორმა, რომელიც მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს”

მთავრობის სხდომაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებულ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე მსჯელობენ. მინისტრთა კაბინეტი ახალი შემადგენლობით დღეს პირველად შეიკრიბა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალ მინისტრებს წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

“მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების წამოწყების მნიშვნელობას, რომელიც უკვე დავაანონსეთ. დეტალებზე აღარ შევჩერდები – ეს არის რეფორმა, რომელიც მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებას მართვის ხარისხში და შედეგების მიღწევის თვალსაზრისითაც, ჩვენ ყველანი ამას დავინახავთ.

მინდა, მივულოცო მიხეილ ჩხენკელს და მამუკა ბახტაძეს ჩვენი გუნდის წევრობა. თუმცა, მამუკა ამ დარბაზში ბევრჯერ ყოფილა და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განგვიხილავს, მიხეილი პირველად არის ჩვენთან ერთად მთავრობის სხდომაზე. მინდა, წარმატება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებით გაართმევთ თავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს, რომლებიც თქვენს უწყებებში არსებობს.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მღებრიშვილსა და სანდრო ჯეჯელავას და მათ წარმატება ვუსურვო. ვფიქრობ, ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლის საკანონმდებლო უზრუნველყოფის პაკეტიც დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ციანიდის საქმეში” არსებული დარღვევები – სახალხო დამცველი დღეს პრესკონფერენციას გამართავს
შემდეგი სტატიადარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენთ ჩვენ ქართული ღვინის და საქართველოს მეღვინეობის შესახებ