“ეს არის ქვეყნის ხელისუფლების პროდასავლური პოლიტიკის საწინაარმდეგო კამპანია”

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი პროკურატურის მიერ საგარეჯოს შუალედური არჩევნების თაობაზე გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის არა რომელიმე პარტიის თუ კონკრეტულად თინა ხიდაშელის წინაარმდეგ მიმართული კამპანია, არამედ მინისტრის შეფასებით, ეს ქვეყნის ხელისუფლების პროდასავლური პოლიტიკის საწინაარმდეგო კამპანიაა.

“ეს არ არის თინა ხიდაშელის წინაარმდეგ კამპანია ან რომელიმე პარტიის წინააღმდეგ, ეს არის ქვეყნის ხელისუფლების პროდასავლური პოლიტიკის საწინაარმდეგო კამპანია. ბინძური მეთოდები, რომელიც ამ ბოლო პერიოდში გამოჩნდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ გაცილებით უფრო სამარცხვინო მეთოდების და სამარცხვინო კამპანიის მომსწრეები გავხდებით, შემდეგი თვეების განმავლობაში, საარჩევნო პერიოდში”,-განაცხადა ხიდაშელმა.

ამასთან, თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა პროკურატურას, რომ ეფექტურად იმუშაოს და თუ რამე კითხვები არსებობს საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით, პასუხი გასცეს.

“მინდა მოვუწოდო პროკურატურას, რომ რაც შეიძლება ფორსირებულად და ეფექტურად იმუშაოს, თუ რამე კითხვები არსებობს, ამ კითხვებზე გასცენ ამ ადამიანებმა პასუხი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არავითარი ილუზია არ მაქვს, რომ მათ სინამდვილეში სიმართლე აინტერესებთ, მაგრამ ამასობაში ჩვენ, ქვეყანა ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ეს ბინძური კამპანია დასრულდეს”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ საგარეჯოს შუალედური არჩევნების გამოძიება დაიწყო. გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისასტიკი მკვლელობა ჭიათურაში – ყელგამოჭრილი ქალი ძმამ ოთახში იპოვა
შემდეგი სტატიალუკაშენკოს პუტინი მედვედევში შეეშალა