“ეს არის ქვეყნის ღალატი“ – აკაკი მინაშვილი ანა დოლიძეს პასუხობს

„ანა დოლიძემ ამ კომენტარით აღიარა, რომ ის ემსახურებოდა რუსულ ინტერესებს, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგოდ,“ – ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილის პასუხს ნაციონალების ბრალდებებზე.

ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს ის დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე 2008 წლის ომის შემდეგ სამართლებრივ საკითხებზე ორგანიზაცია რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან თანამშრომლობდა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელიც წარადგინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად, პირადი გამორჩენის მიზნით მოქმედებდა იმისათვის, რომ რუსეთს საქართველოსთვის დაებრალებინა ომის დანაშაული. ეს არის ქვეყნის ღალატი,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ანა დოლიძემ დღეს არ ისურვა დაეკონკრეტებინა რა აკავშირებდა ამ ორგანიზაციასთან. თუმცა მან დღეს გააკრიტიკა საპარლამენტო უმცირესობის წევრები და ურჩია მათ „საშინაო დავალება ყველამ უკეთესად მოამზადოს თავის დროზე.”

banner
წინა სტატიაში“უკვე ვესაუბრე შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი”
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძე – ვინც ეს ჩაიდინა აუცილებლად უნდა იყოს ციხეში