“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება”- ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ონიანის დაკავებაზე

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 7, 2017 11:00

“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება”- ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ონიანის დაკავებაზე

ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავებას  ეხმაურება. ზაზა ხატიაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა.
“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ გოგა ონიანმა სავარაუდოდ ჩაიდინა დანაშაული, 5 პოლიციელი იყო ამ სავარაუდო დანაშაულში ბრალდებული, ის 4 პოლიციელი დატოვეს სამსახურში ონიანის საქმე კი სასამართლოში გამოუშვეს და მოითხოვდნენ რომ ეს ადამიანი ციხეში ყოფილიყო. ზუსტად ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. დაუშვათ, თუ 5-მა პირმა დანაშაული ჩაიდინა, აქიდან ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს ციხეში გაუშვა, ხოლო მათ ვინც აღიარეს ნარკოტიკი ჩავუდეო სამსახურში დატოვო ეს არის ანომალიური ფაქტი. მსოფლიოში არ არსებობს პრაქტიკა, როცა პოლიციელი იტყვის, რომ მე ჩავუდე ნარკოტიკიო და ის სამსახურში დატოვო. აქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ეს იყო პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური გადაწყვეტილება”- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 7, 2017 11:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics