„ეს არის მცდელობა, რომ გამოძიება შეიყვანონ შეცდომაში და აურიონ თავგზა“

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის, განცხადებით, მასთან მიმართებაში იყო ისეთი პროცესი, რომელიც ზეწოლის მექანიზმებად შეიძლება შეფასდეს.

ეს განცხადება ზვიად ქორიძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა და თქვა, რომ ალეკო ელისაშვილისგან განსხვავებით, პირდაპირი მოთხოვნები მისი მისამართით არ ყოფილა, მაგრამ „შეხვედრები და საუბრები იყო. იყო სხვა პროცესიც, რომელიც ზეწოლის მექანიზმებად შეიძლება შეფასდეს“.

„გარკვეული პირები არწმუნებდნენ მსჯავრდებულებს, რომ გამოყენებული იქნებოდა შეწყალების მექანიზმი მათთვის, როგორც ალტერნატივა. არწმუნებდნენ 2013 წელს, როდესაც არ იყო ხელისუფლებაში ახალი პრეზიდენტი და ახალი პრეზიდენტის მოსვლას უკავშირებდნენ როგორც კარგ მექანიზმს იმისას, რომ გამოიყენებდნენ შემდგომი შეწყალებას მათ მხარდასაჭერად,“ – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ზვიად ქორიძე დარწმუნებულია, რომ პროცესი ალეკო ელისაშვილის დაკავებამდე არ მივა. ასეთ განცხადებებს ის “უპასუხისმგებლოს” უწოდებს.

„ეს არის მცდელობა, რომ გამოძიება შეიყვანონ შეცდომაში და აურიონ თავგზა,“ – აცხადებს ზვიად ქორიძე.

banner
წინა სტატიაშიუკონტაქტო პატრულირება ანუ რას ნიშნავს ,,გოჩა დაბნეულია”
შემდეგი სტატიამანანა კობახიძისა და ელისო კილაძის დაპირისპირება ,,არჩევანში”