,,ეს არის ხელისუფლება, რომელმაც რუსი ჯაშუშები გამოუშვა ციხიდან, აკავებს ქვეყნის პატრიოტებს”

ხელისუფლება, რომელმაც რუსი ჯაშუშები გამოუშვა ციხიდან, აკავებს ქვეყნის პატრიოტებს – ასე ეხმაურებიან “ნაციონალურ მოძრაობაში” ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც ირაკლი ჩხვირკიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„ეს არის ხელისუფლება, რომელმაც გამოუშვა რუსი ჯაშუშები. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც გმირად გახადა ლადო ბედუკაძე, ეს არის ხელისუფლება, რომელმაც წითელი ხალიჩები დაუგო კრიმინალურ ავტორიტეტებს, კანონიერ ქურდებს. ჩვენ გვახსოვს “რემენას” ჩამოსვლის ამბავი საქართველოში და ამის საპირისპიროდ ეს არის ხელისუფლება, რომელიც აკავებს ქვეყნის პატრიოტებს, საქართველოსთვის მებრძოლ ადამიანებს. ჩვენ ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერ დროს დავიცავთ ჩხვირკიას უფლებას. ასეთ მოქმედებებს ქართული ოცნების, ასეთ მოქმედებებს ბიძინა ივანიშვილისას აქვს თავისი პოლიტიკური ფასი,“-აცხადებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი.

banner
წინა სტატიაშითბილისში 30 ადგილზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა
შემდეგი სტატიაწინასწარი პატიმრობისთვის საკმარისი მტკიცებულებებია – ნარჩემაშვილი ჩხვირკიას დაკავებაზე საუბრობს