“ეს არის გზა არსაით” – ნიკა რურუა თბილისში შეჩერებულ პროექტებს აპროტესტებს

ნიკა რურუა თბილისში შეჩერებულ პროექტებს აპროტესტებს. დღეს ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რიყის პარკში მდებარე საგამოფენო და საკონცერტო დარბაზების თემას გამოეხმაურა.

რურუა მოუწოდებს ხელისუფლებას ან დაანგრიოს ეს შენობები ან აამოქმედოს.

„ბოღმის, შურის და ახირების გამო, ასეთი პროექტი, რომელიც სერიოზულად დაეხმარებოდა ქალაქის ინფრასტრუქტურას, არის დაკეტილი. მივმართავ მათ ამ წინადადებით, ან გახსნან ან დაანგრიონ. სამწუხაროდ ასეთ დღეშია დღეს მთელი ქვეყანა. ყველა კარგი პროექტი გაჩერებულია ვიღაცის ჯინაზე. ეს არის გზა არსაით. ამიტომ დროა ეს ყველაფერი შევცვალოთ,“-განაცხადა ნიკა რურუამ.

banner
წინა სტატიაში(video) “კალაძემ გამხადა იძულებული”- ოქრუაშვილი რუსთავი 2-ის სკანდალური დოკუმენტზე ალაპარაკდა
შემდეგი სტატია“ჩვენ უნდა გავუგზავნოთ გზავნილები რუსეთს, რომ საქართველო არ უღალატებს სტრატეგიულ პრიორიტეტებს”