ეს არის გაყალბებული შედეგები, რომელიც არ ასახავს რეალობას – ირაკლი კობახიძე GFK-ის კვლევაზე

მმართველ გუნდში GFK-ის კვლევის შედეგებს არ ენდობიან. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა შაბათის კურიერში GFK-ის რეიტინგებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„აჭრილები არიან ნაციონალები და ეს კვლევის შედეგები ამაზე მეტყველებს, ეს ე. წ. კვლევის შედეგები სწორედ ამაზე მეტყველებს. ისინი ვერ იგებენ არჩევნებს. ძალიან მძიმედ აგებენ არჩევნებს, ჩაეშლათ, ეშლებათ ე.წ. რევოლუციური სცენარი, ეშლებათ პარტიაც. ეს არის გაყალბებული შედეგები, რომელიც არ ასახავს რეალობას,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, კვლევისთვის საველე სამუშაოების ჩამტარებელი კომპანია ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული. ასევე, ნიკა გვარამია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთის სახეა და კვლევის შედეგები სუბიექტური ინტერესიის შედეგია.

ბიძინა ივანიშვილოს განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას 30 პროცენტი აქვს, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ივანიშვილს მსგავსი არაფერი უთქვამს, 30 პროცენტი სხვა კონტექსტში იყო ნახსენები და მასალა იყო დამონტაჟებული.

„რუსთავი2-ზე ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები გაყალბდა. იაფფასიანი მონტაჟი იყო,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს. მისი თქმით, ქართული ოცნება სამჯერ უსწრებს ნაციონალურ მოძრაობას.

banner
წინა სტატიაშიGFK-ს კვლევით საპრეზიდენტო მხარდაჭერა – მარგველაშვილი – 9.2%, ივანიშვილი – 1.2%
შემდეგი სტატიაეს კვლევა ბევრად სინდისიერი და ნამუსიანი კვლევებია – შალვა ნათელაშვილი GFK-ს კვლევას აფასებს