“ეს არის დღევანდელი ხელისუფლების უილაჯობის, არაპროფესიონალიზმის, უნიათობის და სიმხდალის გამოცხადებული ქრონიკა”

„დემოკრატიულო მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ვიდეოკადრების საკითხს დანაშაულებრივ რეჟიმთან კოჰაბიტაციას და სისტემური დანაშაულის გამოუძიებლობეას უკავშირებს.

ბარამიძის განმარტებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალის გამოქვეყნება მოქმედი ხელისუფლების უილაჯობის და არაპროფესიონალიზმის შედეგია.

„ამაზე პასუხისმგებელია დღევანდელი ხელისუფლება. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების უილაჯობის, არაპროფესიონალიზმის, უნიათობის და სიმხდალის გამოცხადებული ქრონიკა. ჯერ კიდევ 2012 წელს, საზოგადოება და ჩვენი პოლიტიკური პარტია სვამდა კითხვას: რატომ არ ხდება სისტემური დანაშაულის გამოძიება? რატომ ხდება ასეთ დანაშაულის მქონე გაერთიანებასთან კოჰაბიტაცია? რატომ არ ხდება ოფშორულ ზონაში გატანილ მილიონებზე რეაგირება? რატომ არ ხდება ფაილების გამტანების დაკავება?“, – განაცხადა ბარამიძემ „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“.

მისი თქმით, აღნიშნულ პროცესში საზოგადოებაც გარკვეულწილად, დამნაშავეა, რადგანაც მან უნდა იცოდეს, არჩევნებში ვის უჭერს მხარს და ვის ირჩევს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: არავინ არსად გაქცევას შიშის გამო არ აპირებს
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4175 ლარი იქნება