ეს არის დარტყმა წელს ქვემოთ! – სააკაშვილის პასუხი იაცენიუკს

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

saakashvili-ukrainaოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გაოცებულია უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომელიც ეხება რეფორმებს საქართველოში. სააკაშვილმა ფეისბუქზე განათავსა თავისი კომენტარი იაცენიუკის რეპლიკაზე.
„რამდენადაც პრემიერი ღიად მაკრიტიკებდა პირადად მე და ქართულ რეფორმებს, მინდა მოვიყვანო რამდენიმე ფაქტი ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი ხელმძღვანელობის დროს საქართველოში ეკონომიკის ზრდა, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ომის პირობებშიც კი, ორნიშნა ციფრებს აჩვენებდა, ხოლო უკრაინის ეკონომიკა, სამწუხაროდ, ბოლო ორი წელია კატასტროფულად ეცემა. ჩემს დროს ჩრდილოვანი ეკონომიკა 60%-დან 5%-მდე შემცირდა, უკრაინაში კი 32%-დან 48%-მდე გაიზარდა. ჩემს დროს საქართველომ ბიზნესის კეთების სიმარტივის მსოფლიო ბანკის რეიტინგში მერვე ადგილი დაიკავა, ხოლო უკრაინა მხოლოდ 72 ადგილზეა. ჩემს დროს კორუპციის აღქმის რეიტინგი ბიზნეს-სუბიექტებს შორის შემცირდა 80%-დან 2%-მდე. უკრაინაში კი 80%-მდე გაიზარდა. უკრაინა, ჩემდა სამწუხაროდ, დაეშვა ყველაზე უარეს აფრიკულ მონაცემებამდე.

იაცენიუკს გაერთიანებული ნანთობკომპანიის შექმნა სურს
ეხლა კი მინდა დავუბრუნდე, ჩემის აზრით, ყოვლად მიუღებელ ილეთს, რომელიც გამოიყენა პრემიერ-მინისტრმა, როცა განაცხადა, რომ მე არ შემიძლია საქართველოში დაბრუნება. ეს არის დარტყმა წელს ქვემოთ, განსაკუთრებით პოსტმაიდანის მთავრობის ხელმძღვანელისგან, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში იანუკოვიჩის პრომოსკოვური ხელისუფლების რეპრესიების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო გამოსვლების შედეგად. არა მგონია, მაშინ მოსვლოდა ეს აზრი, როცა მე და არსენი პეტრეს ძე ერთად ვიდექით მაიდანზე. საქართველოშიც მოვიდნენ პრომოსკოვური კლანები, ისევე როგორც წინა ხელისუფლების დროს კიევში იყვნენ. მათი ყოფნა ხელისუფლებაში დროებითია და ამიტომ მე ძალიან მკაფიოდ გამოხატული დამოკიდებულება მაქვს ოლიგარქების მიმართ (რომლებიც პრემიერმა ასე მეგობრულად მოიხსენია), განსაკუთრებით იმ ოლიგარქების, რომელთაც მოსკოვური კავშირები აქვთ.
სხვათაშორის, ჩემს დაბრუნებაზე. მე ეხლა ვიმყოფები ჩემს ქვეყანაში – უკრაინაში და მეამაყება, რომ მაქვს უკრაინის პასპორტი, რომელიც პირადად უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ გადმომცა. მე მწამს ჩვენი, ჩემი და პრემიერის საერთო სამშობლოს ბრწყინვალე მომავლის. ვუსურვებ წარმატებებს უკრაინას, ასევე არსენი პეტრეს ძეს და მის მინისტრებს ყოველ მათ კეთილ წამოწყებაში.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში“კოხორას” დაბრუნება ნანუკას შოუში
შემდეგი სტატიამე არ მითქვამს კახი კალაძეზე ”პანკისელი თხა” – სკანდალური ნატო ხუციშვილის განმარტება