,, ეს არის დანაღმულ ველზე შესვლა”

„რესპუბლიკური პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციის უმრავლესობა არ აპირებს მხარი დაუჭიროს კანონპროექტს რომელიც კონსტიტუციაში ოჯახის ცნების განსაზღვრებას გულისხმობს. ლევან ბერძენიშვილის თქმით მსგავსი განსაზღვრება უკვე არსებობს სამოქალაქო კოდექსში და კონსტიტუციაში დამატებითი განმარტებების შეტანა საჭიროა რაა. დეპუტატი აღნიშნული საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ჭიქაში გაჩენილ ქარიშხალს უწოდებს:
„საყოველთაო განხილვებმა აჩვენა, რომ ამაზე საზოგადოებაში სრული კონსენსუსია და ცოტა გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის ცვლილება. ეს არის დანაღმულ ველზე შესვლა. ჭიქაში ქარიშხალს უფორ გავს, მტერი და მოწინააღმდეგე არ არსებობს, ვინც ამბობს, რომ საქართველოში ქორწინება აუცილებლად უნდა იყოს კაცსა და კაცს შორის. მოწინააღმდეგეები არ გამოჩნდნენ და მათი ძებნა უსარგებლოა“- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ოჯახის ცნების განსაზღვრებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. უკვე ხუთშაბათს კი საკითხს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე წარადგენენ.

banner
წინა სტატიაში“რომ მქონდეს შესაძლებლობა, ბოტანიკური ბაღის გასხვისების აუქციონში მონაწილეობას მივიღებდი”
შემდეგი სტატიაათასობით ბრიტანელი მოსწავლე გაფიცვას გეგმავს