ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია – ხატია დეკანოიძე

“ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია,” – ასე შეაფასა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები.

პარტიამ, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, კენჭისყრის მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, ამის მიზეზად კი ენმ-ის წევრები არჩევნების გაყალბებას ასახელებენ.

“მე თვითონ დამკვირვებელი, რომელიც მარტვილში იმყოფებოდა და ზუსტად ვიცი, რომ არჩევნები ბატონმა დანელიამ მოიგო, ეს იყო სპეცოპერაცია ჩატარებული სუს-ის, ძალოვანი უწყებების, მთელი რიგი მანიპულაციების, გაყალბებების ფონზე, რომლის დოკუმენტაციას ჩვენ მუდმივად წარმოგიდგენთ. ამგვარი არჩევნების გამართლებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებდა და ეს იყო პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ხვალ გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაია ოზურგეთის მერობის კანდიდატზე სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
შემდეგი სტატია12 ნოემბერს ტელევიზიასა და რადიოში წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება აკრძალულია