ეს არ არის გრეჩიხას საკანი, ეს არის შვილმოკლული მამების პროტესტი და ნუ ცდილობთ მათ იზოლირებას აქტიური მხარდამჭერებისაგან – გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე რუსთაველზე მიმდიანრე აქციაზე ლაშა ცუცქირიძის დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ხალხის მოთხოვნა:

“ეს მაგარი ბიჭი არის ლაშა ცუცქირიძე, იგივე კააა! ამ ზაფხულს გავიცანი, როცა არჩევნებზე ერთად ვარიგებდით დიდი დიღმის კორპუსებში ბუკლეტებს. დღეს დააკავეს კარვების აქციაზე.

ხელისუფლებას მივმართავ: ეს არ არის გრეჩიხას საკანი, ეს არის შვილმოკლული მამების პროტესტი და ნუ ცდილობთ მათ იზოლირებას აქტიური მხარდამჭერებისაგან( ზვიად კუპრავაც დაკავებულია).

არაფერი არაა განსაკუთრებული და შეუსრულებელი მათ მოთხოვნებში. არა თუ ისინი, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი ითხოვენ იუსტიციის მინისტრის გადადგომას.

წულუკიანი კი არ სააკაშვილი გადადგა საპროტესტო აქციების დროს და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

დროზე გაანთავისუფლეთ დაკავებულები და შეასრულეთ ხალხის მოთხოვნები!”- წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილი „ევროპულ საქართველოს“ საყვედურობს
შემდეგი სტატიაინციდენტი რუსთაველის გამზირზე – კარვის შესასვლელებთან პოლიციაა მობილიზებული