“ეს არ არის გრეჩიხას კარვები ეს არის შვილმოკლული მამების სამართლიანი მოთხოვნა” – ნიკა მელია ხელისუფლებას მიმართავს

დაძაბული ვითარებაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამართალდამცველებმა კარვები გზის სავალი ნაწილიდან პარლამენტის შენობასთან გადაიტანეს. ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსები.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს გავიდნენ რუსთაველზე.

„მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელზეც აპელირებენ დილიდან მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატები გამოდით ხალხო თქვენ გამოდით შვილმოკლული მამები არიან და მერე არ თქვათ, რომ აქ ზალიკო უდუმაშვილი იყო და ნიკა მელია, ვიქნები მაგრამ თქვენ სად ხართ?

გაიღვიძეთ, ადექით საწოლებიდან და გამოდით და მოეშვით სისულელეების ლაპარაკს, რომ თითქოს ეს მართულ იარის.

ეს არ არის გრეჩიხას კარვები ეს არის შვილმოკლული მამების სამართლიანი მოთხოვნა, რომ შვილის მკვლელები დამისაჯეთ, რას პასუხობენ ცინიზმს, პროპაგანადას, ზონდერების მოგზავნას. ყველა ის ადამიანი მოიტაცეს, ვინც ბატონ მაჩალიკაშვილს და სარალიძეს გვერდით ედგა,“- აცხადებ ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი : ეს არის ხელისუფლების პასუხი შვილმკვდარ მამებს
შემდეგი სტატია“რომელი ტყვიაც დააჭედეს ჩემს შვილს თავში, ამ ტყვიას თუ დამაჭედებენ, მაშინ გამიტანენ”