“ეს ამბავი შესაძლოა სუს-ის ფაბრიკაციაა”- გიორგი კანდელაკი ტერორიზმის საქმეზე

ოპოზიციისთვის სუს-ის მიერ გახსნილი ტერორიზმის საქმის დეტალები ბუნდოვანია. ენმ-ს წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეპუტაცია იმდენად დაბალია, რომ ეჭვები ჩნდება, რომ ეს საქმე შესაძლოა სუს-ის ფაბრიკაცია იყოს. ოპოზიციისთვის კითხვის ნიშნებს აჩენს ერთ-ერთი დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

„არ ვიცით ეს ამბავი მართლა მართალია თუ შესაძლოა სუს-ის ფაბრიკაციაა საერთოდ. ზოგადად სახელმწიფო უსაფროების სამსახურის რეპუტაცია არის სამწუხაროდ ძალზედ დაბალი დღევანდელი მთავრობის პირობებში,“- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშითინათინ ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ქორთიარდ მარიოტში” კონფერენცია – “მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში” მიმდინარეობს