„ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ჩირქს ცხებს მთავრობას”- პრემიერი თავდაცვის მინისტრზე გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება

მთავრობის დღევანელი სხდომა პრემიერმინისტრმა კოალიციაში არსებული დაპირისპირების შეფასებით დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილმა თანაგუდელებს მსგავსი საკითხების სხვა ფორმატში განხვილვისკენ მოუწოდა.

საქართველოს პრემიერმინისტრი თავდაცვის მინისტრის მიმართ გამოთქმულ ბრადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მიუღებელია.

„ეს არის აბსოლუტურად მიუღებელია, ეს ჩირქს ცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას ყველანაირი საფუძვლის გარეშე. ჩვენს თანაგუნდელებს მინდა მოვუწოდო, რომ ასეთი საკითხები, თუ მათ აქვთ შეკითხვები, სხვა წესით და ფორმატში უნდა იხილებოდეს. ჩვენი ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანი, ვინც მზად არის, რომ ჩვენთან ერთად აიღოს ეს ტვირთი და ის არ არის მსუბუქი, იმ პრინციპებითა და ხედვით, რომლითაც ჩვენ წინ მივიდვართ, ჩვენს ქვეყანას ემსახუროს, მზად ვართ, რომ კარი გავუღოთ, არათუ იმაზე ვიფიქროთ, ჩვენ დავიშალოთ და სალაპარაკო მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ნამდვილად უხარიათ,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: მე არ მგონია, რომ რამე პრობლემაა “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის”
შემდეგი სტატიამთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხის რაიონის ოთხი სოფლის ელექტროფიცირება განხორციელდება