ერთწლიანი სწავლება გერმანიაში–რა სასწავლო პროგრმა ინერგება სტუ-ში?!

ერთწლიანი სწავლება გერმანიაში–რა სასწავლო პროგრმა ინერგება სტუ-ში?!

ori (1)დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ნიკოლაძის სახელობის დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ლოგისტიკის პირველი საბაკალავრო პროგრამა, ქართულ-გერმანული ორმაგი აკადემიური ხარისხით.

2015 წლის ოქტომბრიდან სამი გერმანული უნივერსიტეტის კონსორციუმმა (ვილდაუს, ფლენსბურგისა და ბრანდერბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტები) და სტუ-ს ლოგისტიკის დეპარტამენტმა დაიწყეს ლოგისტიკაში ორდიპლომიანი გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამის განხორციელება. გერმანული კონსორციუმის ლიდერია ვილდაუს ტექნიკური გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (TH Wildau). პროგრამა ოთხწლიანია და მას გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამა (DAAD) აფინანსებს.

გარდა ლოგისტიკის, ბიზნესადმინისტრირებისა და ეკონომიკის საფუძვლებისა, სასწავლო პროგრამა მოიცავს ლოგისტიკის 37 სხვადასხვა მოდულს (საავტომობილო და სარკინიგზო ლოგისტიკა, საზღვაო გადაზიდვები, საპორტო ლოგისტიკა, სატრანსპორტო გადაზიდვები, ტვირთის დამუშავება, სასაწყობო სისტემები და ა.შ.).
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ, ლოგისტიკის სხვადასხვა დარგში მოახდინონ პროცესების ჩამოყალიბება, ანალიზი, იმპლემენტაცია და ოპტიმიზაცია. მათი მუშაობის სფერო მოიცავს შესყიდვებს, წარმოებას და დისტრიბუციას არა როგორც ცალკეულ, არამედ როგორც ინტეგრირებული პროცესების ჯაჭვს.

სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია ერთწლიანი სწავლება გერმანიაში. მეშვიდე სემესტრიდან სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ პარტნიორ გერმანულ უნივერსიტეტებში და გაივლიან პრაქტიკას გერმანულ კომპანიებში. სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაძლევენ სწავლებას გერმანიაში, მიიღებენ ვილდაუს უნივერსიტეტის დიპლომებს, სპეციალობით ინჟინერიის ბაკალავრი ლოგისტიკაში (Bachelor of Engineering in Logistics).

უნიკალური პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკაზე და პასუხობს ადგილობრივი და საერთაშორისო ლოგისტიკური ბაზრების მოთხოვნებს. პროგრამა კომპანიებს აძლევს ფართო შესაძლებლობას, მიზანმიმართულად მოიზიდონ სტუდენტები, აღმოაჩინონ ახალგაზრდა ტალანტები, გაუწიონ მათ სპონსორობა და შესთავაზონ დასაქმების უნიკალური პერსპექტივები. ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიებმა გამოხატეს უდიდესი ინტერესი პროგრამის მიმართ. ხელმოწერილია 25-ზე მეტი მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტების აქტიურ ჩაბმას პროექტებში და მათ შემდგომი დასაქმების პერსპექტივებს.

germaneli

 

„თაიმერი“ ესაუბრა ლასლიო უნგვარი, ვილდაუს უნივერსიტეტის პრეზიდენტს:
_ ჩვენი უმაღლესი სასწავლებელი საერთაშორისო უმაღლეს სკოლას წარმოადგენს. გვყავს ბევრი უცხოელი პარტნიორი, 148 ქვეყანაში. აგრეთვე გვყავს ბევრი უცხოელი სტუდენტი, ჩვენთან თითქმის ყოველი მეხუთე სტუდენტი უცხოელია. უნივერსიტეტს სხვა გერმანულ უნივერსიტეტებთან ერთად აქვს 12 ე. წ. საექსპორტო პროგრამა, რაც სხავადასხვა სპეციალობების უცხოურ უნივერსიტეტში ექსპორტს გულისხმობს. საქართელო, რომელიც ისტორიულ აბრეშუმის გზაზე მდებარეობს, ჩვენთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს. არსებობს აბრეშუმის გზის განახლების შესახებ რამდენიმე მოსაზრება ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ახლა უკვე საქართველოდანაც. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი და ჩვენი უნივერსიტეტების საერთაშორისო სტატუსი. მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს სტუდენტებს, გაემგზავრონ უცხოურ უნივერსიტეტებში სასწავლებლად ერთი სემესტრით მაინც, რათა გაეცნონ სხვა ერებსა და მათ კულტურას, გერმანელები ამბობენ – სჯობს ერთმანეთთან საუბარი, ვიდრე ერთმანეთზე. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ-ევროპული და დასავლეთ-გერმანული კულტურები ძალიან ჰგავს ქართულ კულტურას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან კატოლიციზმი და პროტესტანტიზმია, ხოლო თქვენთან მართლმადიდებლური ქრისტიანობა. ჩვენ, კოლეგები დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს. მე გამაოცა ჩემი ქართველი კოლეგების ნებისყოფამ, რომელიც ამ პროექტის განსახორციელებლად გამოიჩინეს. მინდა გითხრათ, რომ პირველად ვიმყოფები საქართელოში, რომელიც ჩვენგან არც ისე შორსაა, 3 საათიანი ფრენის მანძილზე.
_ თქვენი პირველი შდაბეჭდილება საქართველოზე.
_ შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ 4 საათის შთაბეჭდილებაზე. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ საოცრად მალე ვიპოვე საერთო ენა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, ბატონ არჩილ ფრანგიშვილთან. საუბრის დასაწყისში ძალიან დიპლომატიურად და ოფიციალურად ვისხედით ერთმანეთის პირისპირ, შემდეგ კი ძალიან მეგობრული და უშუალო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ზოგადად, ჩემი აზრით ძალიან მარტივია ქართველებთან ურთიერთობა, რადგანაც თქვენ ძალიან მეგობრული ერი ხართ. რაც შეეხება დედაქალაქს, ძალიან ცოტა რამ ვნახე, ის რაც მანქანიდან შემეძლო დამენახა, მემ ხომ სულ რაღაც ოთხი საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში. წარმოშობით უნგრეთიდან გახლავართ და აქედან გამომდინარე, დაბლობზე ვარ გაზრდილი. საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს მთის მასივები და სხვადასხვა რელიეფები. აქვე მოგახსენებთ, რომ ვსწავლობდი საბჭოთა კავშირში კალინინგრადში, სანქტ – პეტერბურგში და აი უკვე 17 წელია გერმანული უნივერსიტეტში ვმუშაობ.

ფოტოები და მასალა მოგვაწოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა

banner
წინა სტატიაშივალერი გელბახიანი: სასამართლო გადაწყვეტს პრეზიდენტის გამოსახლების საკითხს
შემდეგი სტატია2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას საპარლამენტო უმცირესობა არ ესწრება