“ერთობლივი წვრთნები საქართველოს დასავლეთთან პარტნიორობის ნათელი მაგალითია”

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ წვრთნების გამართვა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ზრდისთვის მნიშვნელოვანია.

კვირიკაშვილის თქმით, ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული წვრთნები დასავლეთთან პარტნიორობის ნათელი მაგალითია.

“ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი ჩვენი პარტნიორობისა დასავლეთთან. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ზრდა. ჩვენ გავიარეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს სამხედრო რეფორმისა, როდესაც საქართველოს სამხედრო შენაერთები არიან მაქსიმალურად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. დღეს გვაქვს ახალი ეტაპი დასაწყები, რათა საქართველოს სამხედრო შენაერთების თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფხენიანმა “ბიბისის” ჯგუფი გაადეპორტა
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” დუმილი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ბატონი მეჭიაურის ესა თუ ის განცხადება”