,,ერთიანი სირიის უკანასკნელი შანსი,,

ჯონ კერი : თურქეთი ამზადებს ოფიციალურ მოთხოვნას გიულენის ექსტრადიციის თაობაზე

14348839_640780602748797_1963204176_n,,ოფიციალურად ორშაბათს ძალაში შესული სამშვიდობო შეთანხმება, შესაძლებელია იყოს უკანასკნელი შანსი მშვიდობის მისაღწევად ერთიან სირიაში,, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.
კერის განცხადებით, სირიიდან ბოლო დროს მიღებული შეტყობინებები ცხადყოფს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ სირიაში ძალადობა კლებისკენ მიდის, თუმცა მისი ეფექტურობის შესახებ ჯერჯერობით საუბარი ნაადრევად მიაჩნია…
,,რა თქმა უნდა იქნება შეტყობინებები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შესახებ სხვადასხვა ადგილებში… თუმცა ეს ასე ხდება ყველა სამშვიდობო შეთანხმების დროს,, აღნიშნა კერიმ.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ და რუსეთი უფლებას აძლევენ ასადის ხელისუფლებას, რომ მან განაგრძოს დარტყმები ჯიჰადისტური დაჯგუფება ,,ან-ნუსრას ფრონტზე,, რომელზეც სამშვიდობო შეთანხმება არ ვრცელდება.
,,ბი ბი სი,, ალეპოს მაცხოვრებლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გასული დღის მანძილზე ამ ქალაქის დაბომბვა არ განხორციელებულა და არც მოიერიშე თვითმფრინავები გამოჩენილან ქალაქის თავზე.

banner
წინა სტატიაშიდევიდ ლინჩმა და კრსტა ბელმა ახალი კლიპი გამოუშვეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიამუგაბემ საკუთარ თავს განსაკუთრებული ძეგლი დაუდგა