“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები აშშ-ში იმყოფებიან

იმყოფებიან

იმყოფებიან“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მიხეილ მაჭავარიანი და გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან, რომლის ფარგლებშიც დეპუტატები შეხვედრებს გამართავენ ეროვნული უშიშროების საბჭოში, აშშ კონგრესში, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI), ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში (IFES).

მიხეილ მაჭავარიანმა და გიგი წერეთელმა შეხვედრა გამართეს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის საკითხთა და რეგიონალური კონფლიქტების ოფისის დირექტორ ქალბატონ ფრანჩესკისთნ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, საარჩევნო წელთან დაკავშირებულ პრობლემებს – საარჩევნო კანონმდებლობასა და საარჩევნო გარემოს საკითხებს, ოპოზიციისა და ხელისუფლების დამოკიდებულებას, მედია თავისუფლებას.

ასევე, მხარეებმა განიხილეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა შესაძლოა თურქული პროდუქტების ემბარგო გააფართოვოს
შემდეგი სტატიახურვალეთის დევნილთა დასახლება დაიტბორა