ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს

შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მზადყოფნას გამოთქვამს ბორჯომის ხეობაში სამაშველო ღონისძიებაში ჩაერთოს. პარტიის მიერ მობილიზებულია 2000 მოხალისე.
ვითვალისწინებთ რა ხელისუფლების განცხადებას, ხელი არ შეეშალოს სპეციალურ სამსახურებს სამაშველო ღონისძიებების გატარებაში, თავს ვიკავებთ დამოუკიდებელი ქმედებებისგან.

მივმართავთ ხელისუფლებას საჭიროებისამებრ გაითვალისწინოს მოხალისეთა არსებული რესურსი-ნათქვამია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში

banner
წინა სტატიაში[ ვიდეო] ილია მეორე – ჩვენ აღვავლინეთ ლოცვა, რომ უფალმა მოიღოს წყალობა
შემდეგი სტატიაატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის შენაერთი ჩაერთო