“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დასაცავად არ ემზადებოდა

misha1_9მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დასაცავად არ ემზადებოდა და სწორედ ამიტომ ვერ მოხდა არჩევნებზე არსებული დარღვევების გამოვლენა და დაფიქსირება. მეტიც, სააკაშვილი ამბობს, რომ პარტიას საერთაშორისო საზოგადოებასთან სათანადოდ არ უმუშავია.

ამის შესახებ მან გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა და 2003 წლის რევოლუციის პერიოდი გაიხსნა და აღნიშნა, რომ მაშინ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მათმა წარმომადგენლებმა ყველა დარღვევა გამოავლინეს, დააფიქსირეს, მიაწოდეს საერთაშორისო საზოგადოებას და არ დაიხიეს უკან.

სააკაშვილის თქმით, ამერიკის ელჩი შედეგების გამოცხადების შემდეგ მას მოუწოდებდა, რომ შედეგები ეღიარებინა.

“ახლა ამბობენ, ამერიკელები გვეუბნებიან, არჩევნები აღიარეთო და რა, ჩვენ არ გვეუბნებოდნენ? რიჩარდ მაილსმა ჯორბენაძესთან რამდენიმე შეხვედრა მომიწყო და თქვეს, რომ არ გვინდა არეულობაო. ჯერ ხო ასე იყო შედეგები, – პირველზე შევარდნაძე, მეორე იყო აბაშიძე და მერე ჩვენ. მერე ამბობდნენ, რომ მეორეზე გადაგიყვანთ, არ გვინდა არეულობაო. მე მაშინ დავურეკე თეთრ სახლში ჩემს მეგობრებს და ვკითხე, რას აკეთებს თქვენი ელჩი მეთქი. მიხვდნენ მერე, რომ ჩვენ უკან არ დავიხევდით. ჩვენ მივაწოდეთ მათ ყველა დარღვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ვიმუშავეთ მათთან კარგად და მივიღეთ შედეგი. ვინ გითხრათ, რომ უცხოელები იბრძვიან შენი უფლებებისთვის, თუ შენ არ იბრძვი მაშინ, როცა იქ სირიაა, მიგრანტებია, ფინანსური კრიზისია. როგორც დავფიქსირდით მსოფლიო რუკაზე, ისევე გავქრებით”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

https://youtu.be/AVqQKDvtjV8

banner
წინა სტატიაშიჰააგის სასამართლო: ყირიმი საერთაშორისო კონფლიქტის შედეგად ოკუპირებულია
შემდეგი სტატიამე არ ვაწერ ხელს დამარცხებაზე – მიხეილ სააკაშვილი