“ერთიან ნაციონალურ მოძროაბაში” ამ დრომდე არ იციან, შევა თუ არა სანდრა რულოვსი პარლამენტში

“ერთიან ნაციონალურ მოძროაბაში” ამ დრომდე არ იციან, შევა თუ არა სანდრა რულოვსი პარლამენტში გიგი წერეთლის განცხადებით, პარტიაში სანდრა რულოვსიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

,,ამასთან დაკავშირებით არც ჩვენ გვაქვს საბოლოო პასუხი“,-განაცხადა გიგი წერეთელმა ჟურნლისტებთან.

როგორც ცნობილია, სანდრა რულოვსმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება პარლამენტში შესვლას, რულოვსმა დაახლოებით ორი კვირის წინ “რუსთავი 2-ის” ეთერში ამ თემაზე ისაუბრა დ აღნიშნა, რომ პარლამენტში შევსლის გადაწყვეტილებას მეორე ტურის შედეგბის მიხედვით მიიღებს.

“მე პატივს ვცემ მათ, ვისაც უნდა მეორე ტურში შესვლა. დაველოდოთ მეორე ტურის შედეგებს და მერე ვნახოთ, ბოლოს და ბოლოს რამდენი და ვინ შევდივართ პარლამენტში. ჩემთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი პარტიიდან ვინ შედის პარლამენტში”,-აღნიშნა რულოვსმა.

banner
წინა სტატიაში“არამართებულია ზოგიერთი ჩვენი წარმომადგენლის მხრიდან, ივანიშვილის მიერ “დახატული” ციფრის 49%-ის უკრიტიკოდ გამეორება”
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე: პოლიტიკური მტრები და გულუბრყვილო მომხრეები ქუჩის ოპოზიციად ქცევისკენ მიგვითითებენ