ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 400-ზე მეტი აბიტურიენტი არ გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი საგამოცდო დღის პირველ სესიაზე რეგისტრირებული 9 300–ზე მეტი აბიტურიენტიდან სულ 400–მდე აბიტურიენტი არ გამოცხადდა.

როგორც მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ეს 5%–ია სრული შემადგენლობის. მისივე თქმით, დაფიქსირდა დაგვიანების შემთხვევებიც. რის გამოც გამოცდაზე არ დაუშვეს 5 აბიტურიენტი მთელი საქართველოს მასშტაბით. თუმცა, დაგვიანების შემთხვევები ძირითადად მუხიანსა და გლდანში არსებულ საგამოცდო ცენტრებში დაფიქსირდა.

“ზოგადად, გამოცდა ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. შემიძლია გითხრათ, რომ სიახლესთა, ელექტრონულ ფორმატთან მიმართებაში აბიტურიენტები თავს კომფორტულად გრძნობენ,” – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

დღეს და ხვალ აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში 4 სესიად ჩააბარებენ. პირველი სესია 09:00 საათზე დაიწყო. მომდევნო ნაკადის რეგისტრაცია კი 14:00 საათზე დაიწყება. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 30 500–ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაშტაინმაიერი: საქართველოს ვიზლიბერალიზაციის ლოგიკურ დასასრულს სექტემბრის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ