“ერთი წლის განმავლობაში, უკანონო ბრუნვიდან 37 კგ კოკაინი, 181 კგ ჰეროინი და 15 კგ ფსოქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს”

სამართალდამცველებმა გასული ერთი წლის განმავლობაში, უკანონო ბრუნვიდან 37 კგ კოკაინი, 181 კგ ჰეროინი და 15 კგ ფსოქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულია 1 482 ცეცხლსასროლი იარაღი.

„ერთი წლის განმავლობაში, უკანონო ბრუნვიდან ამოვიღეთ 37 კგ კოკაინი, 181 კილოგრამი ჰეროინი, რომლის უდიდესი ნაწილი ტრანზიტისთვის იყო განკუთვნილი. ასევე, 15 კგ ფსიქოტროპული ნივთიერებები და სხვადასხვა დასახელების სხვადასხვა ნარკოტიკი. ამავე პერიოდში, უკანონო ბრუნვიდან ამოვიღეთ 1 482 ცეცხლსასროლი იარაღი, რაც თავის მხრივ, მძიმე დანაშაულის პრევენციაა”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ამასთან, შს მინისტრობის კანდიდატის თქმით, მეცხრე მოწვევის პარლამენტი „საგაზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტს დაამტკიცებს.

როგორც მან აღნიშნა, შსს-სთვის საგაზაო მოძრაობის უსაფრთხოება პრიორიტეტად რჩება.

„იმედია, ამ ინციატივაზე ახალი პარლამენტი იმსჯელებს. ჩვენ თანამშრომლობისთვის სრულ მზაობას გამოვთქვამთ, რათა ამ მიმართულებით შედეგები მივიღოთ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მერვე მოწვევის პარლამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინიციატივა წარადგინა, თუმცა, დეპუტატებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობის გამო, საკითხის განხილვა ვერ დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ
შემდეგი სტატიალევან იზორია: გამოწვევაა, რომ საკმარისი თანხები არ არის მიმართული საბრძოლო მომზადებისთვის