ერთი წელია, ვუყურებთ გამოცხადებულ შურისძიების ქრონიკას რუსთავი2-ის წინააღმდეგ – ნინო ჯანგირაშვილი

ერთი წელია, ვუყურებთ გამოცხადებულ შურისძიების ქრონიკას “რუსთავი2”-ის წინააღმდეგ – ეს განცხადება, ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა გააკეთა. ჯანგირაშვილის განცხადებით, სჯობს ხელისუფლებამ დღევანდელი აქციიდან დასკვნები გამოიტანოს, რათა მას ეს ზეწოლა ცუდად არ შემოუბრუნდეს. ის აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ არასამართლიანი და უკანონო მეთოდებით ბრძოლა “რუსთავი2”-ის ხელში ჩასაგდებად, უნდა შეწყვიტოს.

„ეს შემთხვევა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ აქ ზღვარი გადის, ეს ერთხელ თუ გამოუვიდა ხელისუფლებას და გაუვიდა, მერე უკვე არავინ და არაფერი აღარ არის დაცული. ჩვენ ერთი წელია, ვუყურებთ გამოცხადებულ შურისძიების ქრონიკას რუსთავი2-ის წინააღმდეგ. მიხარია, რომ ამ დრომდე ვერაფერი ვერ მოახერხა ხელისუფლებამ და იმედი მაქვს, ვერ მოახერხებს,“ – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“-ის საქმით დაინგრევა მთლიანად სასამართლოს პრესტიჟი – უგულავა
შემდეგი სტატიათუ წაიღებენ რუსთავი2-ს, მაშინ მთელი ქართული მედია იქნება ნოკდაუნში – ქეთი მსხილაძე