“ერთი წელია საქართველოს ხელისუფლება დუმილს ამჯობინებს. ეს დუმილი დიდხანს ვერ გაგრძელდება”- უდუმაშვილი

ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების გაჭიანურებაში ადნაშაულებს. ენმ-ს წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, მომხდარს არაერთი მწვავე რეაქცია მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რაც საბოლოო ჯამში შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში აფგან მუხთარლის საქმე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა და თან ძალიან მწვავედ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველამ მოვისმინეთ თავად აფგან მუხთარლის ინტერვიუ, სადაც დეტალურად ჰყვებოდა როგორ მოხდა თბილისის ცენტრიდან და ვის მიერ მისი გატაცება, ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთი წელია საქართველოს ხელისუფლება დუმილს ამჯობინებს. ოღონდ ეს დუმილი დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან აფგან მუხთარლის საქმე არ არის მხოლოდ ქართველი სამართალდამცავების და ქართული მართლმსაჯულების საქმე. ეს არის ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის საქმე,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ხელისუფლება ამ სკანდალზე პასუხისმგებლობას არ იღებს“ – ხოშტარია მუხტარლის საქმეზე
შემდეგი სტატიაარასრულწლოვნების მკვლელობა – პროკურატურა საქმის მასალებს ასჯაროებს