,,ერთი-ორი ეპისკოპოსია ისეთი, როგორ გახდნენ ეპისკოპოსები, ვერაფრით ვერ ვხვდები”

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი, საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ აუდიტის სამსახური უნდა ამოწმებდეს საპატრიარქოს ხარჯებს.

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა განცხადება გადაცემა არჩევანში გააკეთა.

„მე ვიცნობ ეპისკოპოსებს, რომელთა ქადაგებას რომ ვუსმენს ხოლმე, ცრემლები მომდის და რაღაც მგონია, რომ ცაში ვარ ასული. მე ვიცნობ სასულიერო პირებს, რომლებიც, მართლა სასულიერო პირები არიან. მაგრამ ვიცნობ ისეთებსაც, რომლებსაც რანაირად აღმოჩნდა, რომ ანაფორა აცვიათ, ჩემთვის ყოვლად გაუგებარია. ერთი-ორი ეპისკოპოსია ისეთი, რომ როგორ გახდნენ ეპისკოპოსები, ვერაფრით ვერ ვხვდები,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუსუფაშვილთან ერთად თინა ხიდაშელსაც ვუთხარი – ალეკო ელისაშვილი
შემდეგი სტატიაჩხარტიშვილ-ბედუკაძის ტანდემი-ელისო კილაძის სკანდალური აუდიო ჩანაწერები