ერთი კვირის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო სამართალდარღვევის 407 ფაქტი გამოავლინა

8 – 14 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის 407 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად შემოწმდა 2207 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 28 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 14 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 365 შემთხვევა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მეწილე მოკლეს
შემდეგი სტატია“არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი ყოფილიყო მათ შორის სააკაშვილის ექსტრადირების თემაზეც,” – უკრაინის პირველი გენერალური პროკურორი