„ერთი ერთზე დარჩენა რუსეთთან არის ყველაზე დამაზიანებელი”

აბაშიძე – კარასინის შეხვედრების ფორმატის გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს პრეზიდენტი. მის შეფასებას გამოეხმაურნენ ოპოზიციაში.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ პრობლემა არა დიალოგში, არამედ ფორმატშია, რადგან ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, არ აქვს ფუფუნება პირისპირ ერთი ერთზე ესაუბროს რუსეთს, პარტნიორებისა და მეგობრების გარეშე.

„ერთი ერთზე დარჩენა რუსეთთან არის ყველაზე დამაზიანებელი და ამ შემთხვევაში ზურაბ აბაშიძე იქნება მარგველაშვილის წარმომადგენელი, ივანიშვილის თუ კვირიკაშვილის, ამას არ ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა,“ – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

თავისუფალ დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ ფორმატს ჭირდება მკაცრი და მკაფიო რეგლამენტაცია.

„ძალიან უხერხულია, როდესაც ორი მომლაპარაკებელი გამოდის ერთი დაიგივე შეხვედრიდან და აბსოლუტურად სხვადასხვა შედეგებზე საუბრობს,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაში“კანონი, რომელიც მოსმენებს ითვალისწინებს, უნდა შეიცვალოს”
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ჩემი რჩევა “ნაცმოძრაობას” ოქტომბრის არჩევნებში გარდაუვალი გამარჯვებისთვის