ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
16 ივლისს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3407 ლარი იქნება. 15 ივლისს ოფიციალური კურსი 2.3453 ლარი იყო. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.6075 ლარად იქნება შესაძლებელი.