ერთი და იგივე ამომრჩეველი ხმას ორჯერ აძლევს – “ენმ” ვიდეომასალას ასაჯაროებს

“ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების დღეს, თბილისის სხვადასხვა უბანზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. საგანგებო ბრიფინგზე დღეს ვიდეო მასალა წარადგინეს, სადაც პარტიის წევრების თქმით, გაყალბების კონკრეტული ფაქტები ჩანს. მასალა გადაღებულია გლდანის მე-13 სარჩევნო უბანზე. კადრებში კი ჩანს, რომ ერთი და იგივე ამომრჩეველი როგორ შედის კაბინაში, ბიულეტენს ხაზავს და საარჩევნო ყუთში აგდებს. ამ მოქმედებას ერთი და იგივე ამომრჩეველი ორჯერ იმეორებს.

„ის დარღვევები, რომელსაც მე დღეს წარმოგიდგენთ არის ორგანიზებული და იყო არა მხოლოდ რამდენიმე უბანზე, არამედ მასშტაბი უფრო დიდია, პრაქტიკულად, საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში, უბანზე მსგავსი დარღვევები მიმდინარეობდა. ეს ვიდეო მასალა არ არის ერთდაერთი დარღვევა. ჩვენ გავაგრძელებთ წარმოდგენას არჩევნების გაყალბების დამაადსტურებელი ფაქტების,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს
შემდეგი სტატიაჩაერთვება თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში?