ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4030 ლარი გახდა

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4030 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4030 ლარი გახდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3969 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6346 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6217 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0129 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაში2016 წლიდან სკოლებსა და ბაღებში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად პროქტი განხორციელდება
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი სამართალდამცავებს მოუწოდებს, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისების მიმართ ძალადობები სწრაფად გამოიძიონ