ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3480 ლარია

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3480 ლარი გახდა. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3459 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0021 ლარი შეადგინა.
სებ-ის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გაუფასურდა. ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5861 ლარად იქნება შესაძლებელი, დღეს მოქმედი კურსი კი 2.5939 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ვიცე-პრემიერი მოუწოდებს ქალებს მოერიდონ ხმამაღალ სიცილს
შემდეგი სტატიარუსეთს საერთაშორისო ოლიმპიური თამაშებიდან გარიცხვა ემუქრება