“ერთა ლიგა დაიშალა, არათუ, ჩვენი კოალიცია”

დევნილთა მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, მთავრობის ერთიანი და გუნდური პოზიცია უმთავრესად მნიშვნელოვანია.

„პრემიერმა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ – უმთავრესად, მნიშვნელოვანია მთავრობის ერთიანი და გუნდური პოზიცია. მართალია, თითოეული მინისტრი თავის უწყებას ხელმძღვანელობს, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღება ხდება გუნდურად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენთაგანი დეტალურად იყოს ინფორმირებული, რა ხდება სხვა სამინისტროებში და გუნდურად ვიღებდეთ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და ხალხის წინაშე”, – განაცხადა დევნილთა მინისტრმა. სუბარის თქმით, არჩევნების დროს, თითოეული გადაწყვეტილება იქნება გუნდური, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცვლილებები არ განხორციელდეს. “რაც შეეხება არჩევნებს, პრემიერმა თქვა, რომ ჩვენ ვართ კოალიცია და თითოეული გადაწყვეტილება იქნება კოალიციური. ერთიანად მივდივართ, მაგრამ თუ მოხდა რაიმე ცვლილება, ესეც ჩვეულებრივი ამბავია და ადრეც გავაკეთე ნახევრად ხუმრობით განცხადება – გაცილებით მნიშვნელოვანი კოალიციები დაშლილა, ერთა ლიგა დაიშალა, არათუ ჩვენი კოალიცია. ამ წუთში, არანაირ ცვლილებებს არ ველი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ ან ზეგ, რაიმე არ მოხდება. ცვლილებების გარეშე ღმერთმა არ გვამყოფოს, ცვლილებები და განახლება არის კარგი პროცესი. ეს საჭიროა არამოხლოდ გუნდისთვის და კოალიციისთვის, არამედ თითოეული ადამიანისთვის, რომ მან იპოვოს სხვა, ახალი გზა“, – განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში 50 წელს გადაცილებული მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს
შემდეგი სტატიაჯავახიშვილი “ბათუმის წყალის'” დირექტორთან დაკავშირებული ბრალდებების გარკვევას გეგმავს