“ეროვნულმა ფორუმმა” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი დაასახელა

“ეროვნულმა ფორუმმა” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი დაასახელა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ წარადგინა.

„ეროვნული ფორუმის“ სახელით საბურთალოს მე-5 ოლქში კენჭს რევაზ შავიშვილი იყრის, ვაკის მეორე ოლქში გამარჯვებისთვის გიორგი ხეჩინაშვილი იბრძოლებს, ნაძალადევის მე-19 ოლქში კენჭს დემურ მაისურაძე იყრის. ანი მიროტაძე ჭიათურის 56-ე ოლქში იქნება წადგენილი, გლდანის 22-ე ოქლში კენჭს დავით დარახველიძე იყრის, გორის 42-ე ოლქში კი სოსო ვახტანგიშვილი.

კახა შარტავას განცხადებით, „ეროვნული ფორუმი“ 19 აგვისტოს აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.

banner
წინა სტატიაში“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” წევრები გურჯაანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ
შემდეგი სტატია,,შენ უნდა იყო ჩართული არჩევნებში და შენი ხმა არის მომავალი საქართველოსი”