ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

სხდომა დღეს 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოთხი საკითხის განხილვა, მათ შორის, სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების; საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხის; თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესის განხილვა.

სხდომას უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში პირველად დაესწრება დავით რაქვიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები უზენაეს სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ – “რუსთავი 2”-ის საქმე
შემდეგი სტატიასაგანგებო ბრიფინგი რუსთავი 2-ში