ეროვნული უმცირესობების ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად იზაბელა ოსიპოვას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა 50 ორგანიზაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ქალბატონ იზაბელა ოსიპოვას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს. ხელმომწერთა შორის არიან საქართველოს აზერბაიჯანული, სომხური, ოსური, ქურთული, ასურული, რუსული, უკრაინული, იეზიდური, ქისტური, უდიური, გერმანული, პოლონური, ლიტვური და სხვა ეთნოსების ორგანიზაციების ხელმძღვანელები. „სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და მასში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში წარმოდგენილი იყვნენ ეროვნული უმცირესობები“. „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალბატონ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას, რომელსაც აქვს ადამიანის უფლებების დაცვისა და ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, არის ღირსეული და კვალიფიციური პიროვნება და ყველა ეთნოსის წარმომადგენლებს მის მიმართ აქვთ დიდი ნდობა“. ნათქვამია საქართველოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა 50 ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

საქართველოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ჩვენი ქვეყნისთვის – საქართველოსთვის ერთ–ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორის ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევის საკითხი.
აღნიშნულ სფეროში დაგროვილი გამოწვევების გადასაწყვეტად აუცილებელია მრავალი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა, საიდანაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის სრულფასოვანი ინფორმირების პრობლემატიკა – ერთი მხრივ ეროვნული უმცირესობები უნდა ფლობდნენ სრულყოფილ ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ უმრავლესობას რეგულარულად უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია ეროვნული უმცირესობების კულტურის, ტრადიციებისა და სხვა მნიშვნელოვანი ამბების შესახებ.
საქართველოს ეროვნული უმცირესობების ორგანიზაციების წარმომადგენლები მხარს ვუჭერთ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს, მაგრამ მისი წარმატებისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამოქალაქო ინტეგაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში ეროვნული უმცირესობების უშუალო ჩართვა და მონაწილეობა.
სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის წარმატებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეუძლია შეასრულოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.
სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და მასში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში წარმოდგენილი იყვნენ ეროვნული უმცირესობები.
როგორც ცნობილია საქართველოს პარლამენტმა გამოაცხადა კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევად.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალბატონ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას, რომელსაც აქვს ადამიანის უფლებების დაცვისა და ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, არის ღირსეული და კვალიფიციური პიროვნება და ყველა ეთნოსის წარმომადგენლებს მის მიმართ აქვთ დიდი ნდობა. ქალბატონი იზაბელა ოსიპოვა მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურება ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროს და მიგვაჩნია, რომ სამეურვეო საბჭოში მისი მუშაობა დიდ წვლილს შეიტანს საზოგადოებრივ მაუწყებელის მიერ სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისა და საქართველოს მრავალფეროვნების გაშუქების მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში.

1. თენგიზ გაგლოევი საქართველოს ოსთა ასოციაცია
2. ნაირა ბეპიევი საერთაშორისო საზოგადოება კავკასიური მოზაიკა
3. ზაურ ხალილოვი სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
4. ინგა ბერიკაშვილი/მამედოვა თავისუფალი საზოგადოების ასოციაცია
5. ლეილა მამედოვა საქართველოს აზერბაიჯანელ ახალგაზრდთა კავშირი
6. საბინა ტალიბოვა კავშირი “მტრედი”
7. ფახრატ მუსაევი საქართველოს აზერბაიჯანელების კავშირი რეფორმებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის
8. გულია მუსტაფაევა საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაცია
9. ლეილა სულეიმანოვა აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი
10. სამველ მიკირტიჩიანი და სანდრო ტარონაციან საქართველოს სომეხთა სათვისტომო
11. ვან ბაიბურთი გაზეთ “ვრასტანის რედაქტორი
12. გენრიხ მურადიანი საქართველოს სომეხთა კავშირი
13. სლავა მეჟდოიანი ევროპელ სომეხთა ფედერაცია სამართლიან და დემოკრატიული საქართველოსთვის
14. მარი მიკოიანი ორგანიზაცია “ნორ-სერუნდ”
15. მიხეილ ავაქიანი ასოციაცია “შენ”
16. კარინა ბარსეგიანი საქართველოს სომეხთა უფლებათა დაცვის ასოციაცია
17. გიორგი ელიბეგოვი არასამთავრობო ორგანიზაცია “Open Bridge”
18. მარგარიტა ხიდირბეგიშვილი/გრიგორიანი ინტერნაციონალური საქართველო მშვიდობისთვის და გარემოს დაცვისთვის
19. რეგინა კახიძე საქართველოს ესტონელთა საზოგადოება
20. რეგინა იაკობიძე საქართველოს ლატვიელთა სათვისტომო “ავე-სოლ”
21. მიხეილ ბორისი საქართველოს უკრაინელთა ასოციაცია
22. ოლენა ბეზრუჩკო/კურტანიძე საქართველოს უკრაინელ პედაგოგთა კავშირი
23. ვალენტინა მარჯანიშვილი ჟურნალისტთა საბჭო ქართულ-უკრაინული პრესისა და წიგნის სახლი
24. მარინე სოლომონიშვილი ებრაელ ქალთა საერთაშორისო ფონდი “ლეა”
25. ეთერ თოფჩიაშვილი/გიგინეიშვილი პროექტი “კეშერ”
26. გარი აუგსტი საქართველოს გერმანელთა ასოციაცია “აინუნგი”
27. ნუკრი გაბუნია/როზვადოვსკა კავშირი “პოლონია”
28. მიხეილ აიდინოვი რუსულენოვან ჟურნალისტთა კავშირი
29. ალექსანდრ ბეჟენცევი საქართველოს საერთაშორისო ახალგაზრდობის ასოციაცია
30. ალა ბეჟენცევა საქართველოს რუს ქალთა ასოციაცია “იაროსლავნა”
31. გაროლდ შმალცელი საქართველოს ჩეხთა სათვისტომო “ზლატა პრაგა”
32. აგიტ მირზოევი ჩართულობის და განვითარების ცენტრი
33. ეკატერინე ბიტკაში “ნინევია”
34. ლილი საფაროვა ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა
35. ქერიმ ანყოსი ქურთთა უფლებების საერთაშორისო ფონდი
36. გიორგი ამარიანი კურთული ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი
37. ნონა ხანგოშვილი ქალთა ფედერაცია ” კავკასიელ ქალთა კონგრესი”
38. კიმალდინ ტაიროვი ტატართა სათვისტომო საქართველოში
39. ალექსანდრ ჟილიაევი საქართველოს ბელორუსთა სათვისტომო “სიაბრი”
40. მამული ნეშუმაშვილი “უდი”

41. ალექსეი ბახოლდინი ბელორუსთა საერთაშორისო კავშირი “სიაბრი”
42. ვენერა მარტყოფლიშვილი კახეთის ბოშათა კავშირი “რომა”
43. მიხეილ თათევოსოვი თბილისელ სომეხთა კავშირი
44. მარი არაქელოვა ქართველ სომეხთა კავშირი
45. ზაურ გუმაშვილი უხუცესთა კავშირი
46. ნაზელი დემირჩიანი სამცხე-ჯავახეთის ქალები მშვიდობიანი საქართველოსთვის
47. რიმა გარიბიანი ღია საზღვრები
48. ალი ბადიროვი საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაცია
49. სუსანა ხაჩატრიანი საქართველოს სომეხ ქალთა ასოციაცია
50. ლევონ ჩიდილიანი კულტურულ საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი “ჰაიარტუნი”

საკონტაქტო პირი – ლილი საფაროვა ( მობ. 593 68 68 05)

banner
წინა სტატიაშივარკეთილში დაჭრილი ავტობუსის მძღოლი კვლავ მართვით სუნთქვაზეა
შემდეგი სტატიარუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა