ეროვნული ფორუმის მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია

ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ, პარტიის მაჟორიტარტი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. შეხვედრაზე პარტიის მომავალ გეგმებსა და აქტივობებზე ისაუბრეს.

კახაბერ შარტავას განცხადებით, ეროვნული ფორუმის ათწლიან ისტორიას ახალი სახეები გააგრძელებენ. მომდევნო კვირიდან პარტია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას რეგიონებში დაიწყებს.

დიდუბის # 15 მაჟორიტარულ ოლქში დიპლომატი შოთა იამანიძე იყრის კენჭს, ნაძალადევის # 17 მაჟორიტარულ ოლქში იურისტი თამარ ციხისელი, გლდანის # 20 მაჟორიტარულ ოლქში პედაგოგი გიული შენგელია, თელავი-ყვარელის # 27 მაჟორიტარულ ოლქში იურისტი გელა გელაშვილი, ქარელის # 40 მაჟორიტარულ ოლქში ჟურნალისტი ნანა ქვრივიშვილი, დმანისი-წავკისი # 34 მაჟორიტარულ ოლქში ეკონომისტი ალექსანდრე ნონიაშვილი, გორის # 41 მაჟორიტარულ ოლქში ეკონომისტი გურამ მჭედლიძე, ფოთის # 61 მაჟორიტარულ ოლქში სამართალმცოდნე ოთარ ხარჩილავა, ისნის # 8 მაჟორიტარულ ოლქში ჟურნალისტი ბესიკ ჩუბინიძე.

banner
წინა სტატიაშიხმაური და დაპირისპირება ახალქალაქში – პრემიერმა წარდგენის ღონისძიება დატოვა
შემდეგი სტატიასავჩენკომ აღიარა, რომ შიმშილობის დროს ღვინო დააგემოვნა