”ეროვნული ფორუმი” პრეზიდენტს ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების თხოვნით მიმართავს

”ეროვნული ფორუმი“ საქართველოს პრეზიდენტს ე. წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების თხოვნით მიმართავს. როგორც „ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა კახა შარტავამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის იურისტებისა და სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით დამდგარი განაჩენი მსჯავრდებულთა უდანაშაულობას უფრო მიანიშნებს, ვიდრე მათ ბრალეულობას.

”დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა პროცესს პოლიტიკურ შინაარსს აძლევს, რამაც შეიძლება ისედაც რთულ წინასაარჩევნო პერიოდს დამატებით სიმწვავე შესძინოს. სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მომდევნო ინსტანციების იმედი ნაკლებად რჩება, საქმისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, უსამართლობის მორიგი მსხვერპლის და პოლიტიკური ვითარების არასასურველი გამძაფრების თავიდან აცილების მიზნით, რაც მნიშვნელოვანია კარს მომდგარი საარჩევნო კამპანიის მეტ-ნაკლებად ნორმალურ გარემოში წარმოებისთვის, ჩვენ, „ეროვნული ფორუმი“ მივმართავთ თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და შეიწყალოს მსჯავრდებულები“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ.

banner
წინა სტატიაში,,იქნებ ქუთაისში მივაკითხო პარლამენტს და ჩემით წამოვიღო ”საკონსტიტუციო სასამართლოს” შესახებ კანონპროექტი”
შემდეგი სტატია“ვიღაცეებს შესაძლოა მოემატოს ხელფასი, ვიღაცეები შესაძლოა დაემშვიდობონ სამსახურს“ – გიორგი გვიმრაძე