ეროვნული ბანკის პრეზიდეტნმა დღეს ლარის გაუფასურების მიზეზები დაასახელა

news
: news იანვარი 26, 2016 15:24

ეროვნული ბანკის პრეზიდეტნმა დღეს ლარის გაუფასურების მიზეზები დაასახელა

მნიშვნელოვანი

  • გიორგი ქადაგიძემ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, 2015 წლისგან განსხვავებით, დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას საგადამხდელო ბალანსი.

სხვა სტატიები

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მოსახლეობას ლარის ბოლო დროს გაუფასურებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის.

გიორგი ქადაგიძემ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, 2015 წლისგან განსხვავებით, დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას საგადამხდელო ბალანსი.

“ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. კურსის 2 და 4 კორიდორში იმპორტი უკვე იმ დოზით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოური სავალუტო ნაკადები არის დაბალანსებული. მეორე ფაქტორი ასევე არის ფულის მასა. მოგეხსენებათ, ჩვენ ეს მაქსიმალურად შევზღუდეთ, მისი ზრდა არის ნულთან ახლოს, შესაბამისად, არც მონეტარული აგრეგატები ლარის კურსზე, გაუფასურების მიმართულებით არ ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ კორიდორს,” – განმარტა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, იმ, შემთხვევაში, თუ გაგრძელდა ზეწოლა ლარის გაუფასურებაზე, არ გამორიცხავს, მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას.

“ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი თანხმობა მთავრობასთან, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდება ფისკალური პოლიტიკის კონსოლიდაციაც,” – აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.

news
: news იანვარი 26, 2016 15:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,691
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics