,,ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა“ პირბადეებით რუსთაველის გამზირისკენ მიემართება

კონტრაქციას მართავს ,,ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა“, რომლის წარმომადგენლებმაც მსვლელობა დინამო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს და აღმაშენებლის გამზირის გავლით რუსთაველის გამზირისკენ მოემართებიან.

კონტრაქციის მონაწილეებს სახეზე პირბადეები უკეთიათ. მათი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გუშინ ღამით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ადგილი ჰქონდა უზნეობის დაცვას, რასაც მათი ორგანიზაცია არ დაუშვებს.

შეგახსენებეთ, რომ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე “თეთრი ხმაურის მოძრაობა” აქციას მართავს. აქციის მონაწილეები პრემიერის და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ და ამბობენ რომ პოლიციური მმართველობის სისტემა საქართველოში უნდა დასრულდეს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
შემდეგი სტატიაჩვენ შევქმნით სამოქალაქო გვარდიას „თეთრი ხმაურის“ წინააღმდეგ