ეროს თაყაძის გასათავისუფლებლად სახელმწიფო უწყებები უკვე მუშაობენ

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი დღეს, დილით, კირბალიდან გატაცებული ეროს თაყაძის ოჯახში იმყოფებოდა. ონიაშვილი დაკავებულის დედას ესაუბრა და დაპირდა, რომ მისი შვილის უმოკლეს დროში გასათავისუფლებლად სახელმწიფო უწყებები ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს. მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით ყველა სახელმწიფო უწყება და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები საქმის კურსში ა რიან ჩაყენებულნი და მიმდინარეობს მუშაობა, თაყაძის გასათავისუფლებლად. შეგახსენებთ, რომ დღეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალიდან 43 წლის ეროსი თაყაძე შეიარაღებულმა ფორმირებებმა დააკავეს. თაყაძის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც იგი სოფლის განაპირას მსხილფეხა პირუტყვს მწყემსავდა. კირბალი ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელია. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი. დაკავებულის დედის განცხადებით, ეროს თაყაძეს პირობითი საზღვარი არ გადაუკვეთავს და გატაცების მომენტისთვის, იგი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, ეროს თაყაძე უკვე მეორედ იმყოფება პატიმრობაში ანალოგიური ბრალდებით. 2012 წელს მან ცხივნალის მოლიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორიდან 10-დღიანი შემდეგ გაათავისუფლეს.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რომის პაპი შემოდგომაზე ეწვევა
შემდეგი სტატიაბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს