ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სხდომა დაიწყო – მხარეები ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაზე მსჯელობენ

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც მხარეების ოფიციალური წარმომადგენლების სტატუსით პირველად ესწრებიან ეგორ კოჩიევი და ირაკლი ანათაძე.
მთავარი განსახილველი თემა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა და ამ საქმის გამოძიების საკითხი იქნება. ქართული მხარე წარადგენს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და მასში ხაზგასმით არის ნიშნული, რომ არჩილ ტატუნაშვილი ნაწამები იყო. დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელებენ საოკუპაციო რეჟიმის სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების თემაზეც

banner
წინა სტატიაში“თქვენ როცა გირეკავდათ მიშა, მაშინ ნაკურთხი ზარები იყო?” – ვის მიმართა რომან გოცირიძემ
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანი ტესტი, რომელსაც პარლამენტმა უნდა უპასუხოს – მესამე სექტორი მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს