ერგნეთის მოლაპარაკებებზე მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება – ქეთევან ციხელაშვილი

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 6, 2018 13:45

ერგნეთის მოლაპარაკებებზე მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება – ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ერგნეთის მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება.

“ჩვენ ხვალ გვაქვს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ერგნეთში. ამ შეხვედრაზე უმთავრესი საკითხი კვლავ იქნება ტატუნაშვილის საქმე. წინა შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე საათი დაუთმო იმ საკითხების მოძიებას, დეტალებზე საუბარს და ინფორმაციის მიღებას, რაც არის გამოძიებისა და პასუხისმგებელი პირების დადგენის, მათი მართლმსაჯულებისთვის მისაცემად აუცილებელი. ეს საკითხი აუცილებლად გაგრძელდება ხვალაც და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ქართული მხარე წინ წაიყვანს გამოძიებას”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 6, 2018 13:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,653
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics