ერევნის საერთაშორისო აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ

erevaniერევნის საერთაშორისო აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ. ამის შესახებ სააგენტო Sputnik Armenia წერს.აეროპორტის ადმინისტრაციაში შევიდა შეტყობინება, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ერევანი -მოსკოვის რეისის თვითმფრინავშია მოთავსებული. როგორც სააგენტოს წყარო აცხადებს, პოლიცია ერევნის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებო რეჟიმში მუშაობს.აეროპორტის პრესმდივანი გევორკ აბრამიანი აცხადებს, რომ აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, პანიკა არ არის.

სომხეთს საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი შეტყობინება მათ არ მიუღიათ, თუმცა აროპორტში გაგზავნილია დამატებითი ძალები.

banner
წინა სტატიაშიქსნის N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი
შემდეგი სტატიაანი წითლიძე:”ლოთი ქობალია მოვაჭრე ქალების ბაზრიდან “ყურებით გამოთრევას დაპირდა”